|
2016-05-07 13:07:36, 1006 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი უნგრეთის სტრატეგიული და თავდაცვის კვლევების საზოგადოებრივი სამსახურის ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია
უნგრეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი სტრატეგიული და თავდაცვის კვლევების საზოგადოებრივი სამსახურის ეროვნულ უნივერსიტეტს (NUPS) ეწვია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა ადგილობრივ მკვლევარებთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების საკითხები განიხილა. ბუდაპეშტის სტრატეგიული და თავდაცვის კვლევების ცენტრში საუბარი შეეხო ასევე, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას და ევროპის, საქართველოსა და კავკასიის რეგიონის გამოწვევებს. თინათინ ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ შესაძლოა მომავალში უნგრეთის საზოგადოებრივი სამსახურის ეროვნულმა უნივერსიტეტმა საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან დაიწყოს თანამშრომლობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის აკადემიურ წრეებთან შეხვედრა საინტერესოდ შეაფასა და მკვლევარებთან განხილული საკითხები შეაჯამა. „გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები იმ გამოწვევებზე, რომელიც თანამედროვე ევროპაში არსებობს, გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო, კავკასია დგას, ნატოს პერსპექტივებზე, ევროინტეგრაციაზე, ასევე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა იმ შესაძლო თანამშრომლობაზე, რომელიც ამ უნივერსიტეტსა და შესაბამისად, საქართველოში თავდაცვის აკადემიას შორის შეიძლება დაიწყოს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ჩვენ ივნისში გავხსნით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობლის სკოლას, რომელიც, ასევე, შეიძლება იყოს ერთ-ერთი პლატფორმა, სწორედ, ამ ტიპის აკადემიური თანამშრომლობის განვითარებისთვის,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. „დიდი პატივია ჩვენს უნივერსიტეტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის სტუმრობა. განვიხილეთ ევროატლანტიკური და ევროპული უსაფრთხოების საკითხები, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მისწრაფება და რა თქმა უნდა, ევროპის უსაფრთხოების არქტიტექტურა. ძალიან ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ვუმასპინძლეთ საქართველოს თავდაცვის მინისტრს და ჩვენ ქართველ კოლეგებს საელჩოდან. დიდი სურვილი გვაქვს მსგავსი სახის დისკუსია მომავალში კიდევ გავმართოთ“, - განაცხადა სტრატეგიული და თავდაცვის კვლევების ცენტრის მკვლევარმა ტომაშ ჩეკმა. სტრატეგიული და თავდაცვის კვლევების საზოგადოებრივი სამსახურის ეროვნულ უნივერსიტეტში (NUPS) შეხვედრით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დაასრულა. დღეს საღამოს კი, თინათინ ხიდაშელი, როგორც უნგრეთის ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის (CEU) კურსდამთავრებული, უნივერსიტეტის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეა მიწვეული.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)