11:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 10:07:55, 603 ნახვა

პოლიტიკა
8-9 მაისს ცხინვალის ე.წ ხელისუფლება საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს

8-9 მაისს ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს, - ამის შესახებ რუსული მედია ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების გატარების ფარგლებში, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების 71-ე წლისთავს უკავშირდება, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, სადაც მოქალაქეთა მიმოსვლა გამარტივებულია, მოქალაქეთა გატარება 2 დღის განმავლობაში აღარ მოხდება.

მათივე ინფორმაციით, გამშვები პუნქტები 10 მაისის 07:00 საათიდან მუშაობის ჩვეულ რეჟიმს განაგრძობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics