|
2016-05-06 14:44:01, 575 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს გამგეობის საგანმანათლებლო პროექტი „შეცვალე დამოკიდებულება“ შემაჯამებელი კონფერენციით დასრულდა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემატიკას სპეციალური პროექტი მიუძღვნა - „შეცვალე დამოკიდებულება“ - საგანმანათლებლო - საინფორმაციო კამპანია იყო, რომელიც რაიონში მდებარე 19 სკოლაში ჩატარდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილის, სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას შშმ პირებთან მიმართებაში, რათა მათ შეექმნათ სწორი შეხედულება, დამოკიდებულება და აღქმა იმისა,რომ რეალურად, შეზღუდულია არა ამ პირთა შესაძლებლობები, არამედ გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ. მათივე ცნობით, პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა და მას პროექტში მონაწილე სკოლების დირექტორები, მოსწავლეები, საზოგადოებრივი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. კონფერენცია საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გახსნა და მან საჯარო სკოლებსა და პროექტის ავტორებს მადლობა გადაუხადა ასეთ მნიშვნელოვან კამპანიაში აქტიური ჩართულობისათვის. „მე პირადად ვმონაწილეობდი ამ შეხვედრების უმეტესობაში და მინდა გითხრათ, რომ აღფრთოვანებული დავრჩი უფროსკლასელთა აქტიურობით. ისინი მონაწილეობდნენ დისკუსიებში, მოჰყავდათ კონკრეტული მაგალითები, იხილავდნენ ვიდეორგოლებს და საუბრობდნენ თავიანთ სკოლელებსა თუ მეგობრებზე, რომლებსაც გარკვეული შესაძლებლობები აქვთ შეზღუდული და ასევე იმ პრობლემებზე, რაც შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას გარკვეულწილად აფერხებს. მე ვფიქრობ, ამ პროექტმა იმუშავა და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი,“ - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. „შეცვალე დამოკიდებულება“ სამთვიანი პროექტი იყო, რომლის ფარგლებში ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა, მომზადდა და შეივსო კითხვარები, გაიმართა დისკუსიები, განხილულ იქნა რეალური ფაქტები და შემთხვევები და გაკეთდა დასკვნები. ლექციების კურსს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოციალური დაცვის ლიგის” დამფუძნებელი ბელა სონღულაშვილი უძღვებოდა.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)