|
2016-05-06 14:14:51, 614 ნახვა
საზოგადოება
მარგველაშვილი: სამშობლოს მსახურების ღვაწლი გიორგი მაზნიაშვილის სახელით არ დამთვრდება
„სამშობლოს მსახურების ღვაწლი გიორგი მაზნიაშვილის სახელით არ დამთავრდება“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კასპში, ადგილობრივ მოსახელობას, სადაც მან გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერა. პრეზიდენტის თქმით, ღვაწლი, რომელიც წმინდა გიორგიმ თავის დროზე გაიარა არაერთხელ განმეორებულა საქართველოს ისტორიაში. "ღვაწლი, რომელიც წმინდა გიორგიმ თავის დროზე მოწამეობრივად გაიარა არაერთხელ განმეორებულა ჩვენი ერის ისტორიაში. არაერთი ადამიანი ყოფილა, რომელსაც იგივე იდეალით უცხოვრია. ყოფილა მებრძოლი, იარაღით ხელში და ამავე დროს ემსახურებოდა ყველაზე ნათელ იდეალებს, ემსახურებოდა სამშობლოს - საქართველოს. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ჩვენი ქვეყნის გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, რომელიც დაიბადა სწორედ აქ, სოფელ სასირეთში და თავის სამშობლოს სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა. ბუნებრივი იყო, რომ გიორგობას აქ მოვსულიყავით. მე დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა გიორგის ღვაწლი მახვილით ხელში, სამშობლოს მსახურების ღვაწლი არ დამთვრდება გიორგი მაზნიაშვილის სახელით. ეს ღვაწლი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც აქ, კასპში, საქართველოს სხვა სოფლებში და ქალაქებში ჩვენთან ერთად ზეიმობენ მომავალი გენერლები, მომავალი მხედართმთავრები და მომავალი ჯარისკაცები. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ამაყად ვიზეიმეთ ქართული არმიის 25 წლისთავი. იქ იდგნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და მშვიდობას მსოფლიოს მასშტაბით იცავენ. ეს ძალა ჩვენს ერს აქვს და ეს ძალა არასდროს გაჩერდება. ამ ძალამ მოგვიყვანა დღემდე პატარა ერი. არა მხოლოდ როგორც კულტურა, არამედ როგორც სახლმწიფო. გაუმარჯოს გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას. გაუმარჯოს მის საქმეებს და გაუმარჯოს იმ მომავალ საქმეებს, რომელსაც აქ მდგომი ადამიანები გაუკეთებთ და შესწირავთ სამშობლოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს და საქართველოს!"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები ფიქრია ჩიხრაძე და ელენე აბაშიძე, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)