|
2016-05-05 19:28:35, 940 ნახვა
სამხედრო
„ღირსეული პარტნიორისთვის“ საჭირო ტექნიკა უკვე ვაზიანშია
ქართულ-ამერიკულ სწავლება „Noble Partner 2016-ში“ მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა უკვე ვაზიანშია. 8 ერთეული M1A2 ტიპის ტანკი „აბრამსი“, 7 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი", სამედიცინო საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯავშანმანქანები, ჰამერის ტიპის ჯიპები, ასევე სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა ფოთის პორტიდან ვაზიანის მიმართულებით ეშელონებით დღეს დილით გამოიგზავნა.ვაზიანში ეშელონებიდან ტექნიკის გადმოტვირთვას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დაესწრნენ. მოგვიანებით გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ანა დოლიძე სწავლებაში მონაწილე ლოგისტიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფების ქართველ და ამერიკელ ოფიცრებს გაესაუბრნენ და წარმატებები უსურვეს. „შემოსულია როგორც საბრძოლო, ასევე უზრუნველყოფის ტექნიკა - ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, სამეთაურო მანქანები, გადასაადგილებლად მსუბუქად დაჯავშნული და მსუბუქი მანქანები. საკმაოდ მრავალფეროვანი ტექნიკა და საბრძოლო სისტემებია. რაც მთავარია, ჩამოსულია სხვადასხვა უზრუნველყოფის საშუალებები, ლოგისტიკური საშუალებები, რაც საშუალებას მოგვცემს საკმაოდ რთული, კომპლექსური სწავლების ჩატარება განვახორციელოთ. სწავლების სცენარით გათვალისწინებული იქნება ყველა ის რეალობა, ის ახალი ტიპის საომარი და საბრძოლო საფრთხეები, რაც ამჯერადაა მსოფლიოსა თუ რეგიონში. ეს სწავლება უკვე დაწყებულია, ვინაიდან გადმოტვირთვას, ტრანსპორტირებას და გადმოყვანას, შესაბამისი თავისი საბრძოლო ამოცანა და საბრძოლო ფუნქცია გააჩნია. ჯერ-ჯერობით ჩვენმა ლოგისტიკოსებმა წარმატებით გაართვეს თავი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწავლება ორივე მხარისთვის ძალიან გამოსადეგი იქნება,“ - აღნშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. ანა დოლიძემ სწავლების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „წვრთნას ჰქვია „ღირსეული პარტნიორი“ და თავად დასახელება მიგვანიშნებს მის შინაარსზე. ეს წვრთნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეტად დაგვაახლოვებს ნატოს წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან, რომელიც წელს პირველად მონაწილეობს ამ წვრთნებში. ეს სწავლება აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და ხელს უწყობს რეგიონის უსაფრთხოების ამაღლებას“. აშშ-ის არმიის ეროვნული გვარდიის ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები ბულგარეთში, ვარნას პორტში ბორანზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 2 მაისს წამოვიდა. ფოთის პორტიდან დისლოკაციის ადგილამდე ამერიკული ტექნიკისა და ამერიკელი სამხედროების გადმოსროლა ქართველმა სამხედრო ლოგისტიკოსებმა უზრუნველყვეს. ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლების სცენარი კი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება. წელს „ღირსეული პარტნიორი“ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში 650 აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება. პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში სწავლებაში M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკებს „აბრამსებს“ გამოიყენებენ. წვრთნაში ასევე ჩართული იქნება C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა. ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 26 მაისამდე გაგრძელდება.
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)