|
2016-05-04 11:52:45, 553 ნახვა
საზოგადოება
მუნიციპალური განვითარების ფონდმა დევნილთა დასახლებებში ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 3 სპორტული მოედანი და 10 საბავშვო მოედანი მოაწყო. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 185 დევნილი ოჯახისთვის გათბობის სისტემა დამონტაჟდა. პროექტის საერთო ღირებულება 1 356, 267, 24 ლარია. ხონის დევნილთა დასახლებაში სათამაშო და სპორტული მოედნები, დევნილთა და განსახლების მინისტრმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა „USAID”-ის მისიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს. აღნიშნული პროექტი 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა. პროექტი შპს ,,ჯავამ“ განახორციელა და სამუშაოებზე 60 ადამიანი დაასაქმა, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლე იყო. საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) $52 მილიონიანი მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის დახურვის ცერემონია ხონში გამართა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, USAID-ის მისიის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა და რეაბილიტაცია ჩაუტარა არაერთ ობიექტს. სწორედ ასეთი თანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 40 000 იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებელი პირობები; 17 ყოფილი საავადმყოფო გადაკეთდა სრულად უზრუნველყოფილ საცხოვრებელ ბინად; გაუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა 22 კოლექტიურ ცენტრში; ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში აშენდა და სანიტარული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა იძულებით გადაადგილებულ პირთა 10 დასახლებაში; ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მცხეთის, დუშეთის, გორის, ქარელის და ონის 25 კილომეტრიან გზას. აშენდა ონის წყლის სათავე ნაგებობა და განხორციელდა 32 კილომეტრიანი სარწყავი არხის სრული რეაბილიტაცია შიდა ქართლში.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)