|
2016-05-04 10:11:33, 547 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი USAID-ის პროგრამის დახურვის ცერემონიას დაესწრო
ხონში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და დევნილთა გრძელვადიანი განსახლების $52 მილიონიანი პროგრამის დახურვის ცერემონია გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, USAID-ის მისიის დირექტორი დაგლას ბოლი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრნენ. უწყების ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, მთავრობის დადგენილებით, ხონის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ 450 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადასცა. დაკანონების პროცესის პარალელურად, 2015 წელს ენერგეტიკის სამინისტრომ ხონის ჩასახლებაში არსებული კორპუსების სრული გაზიფიცირება მოახდინა. USAID-ის დახმარებით კი, ყველა ოჯახში გაზის გამათბობელი დამონტაჟდა. გარდა ამისა, დასახლებაში აშენდა სპორტული და სათამაშო მოედნები ბავშვებისათვის. USAID-ის პროგრამის დახურვის ცერემონიაზე ხონის და კოპიტნარის დევნილთა ცენტრების ახალგაზრდებს შორის ფეხბურთში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, USAID-ის მისიის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არაერთ ობიექტს. სწორედ ასეთი თანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 40 000 იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებელი პირობები; 17 ყოფილი საავადმყოფო გადაკეთდა სრულად უზრუნველყოფილ საცხოვრებელ ბინად; გაუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა 22 კოლექტიურ ცენტრში; ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში აშენდა და რეაბილიტირებულ იქნა სანიტარული ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა 10 დასახლებაში; რეაბილიტაცია ჩაუტარდა მცხეთის, დუშეთის, გორის, ქარელისა და ონის 25 კილომეტრიან გზას. აშენდა ონის წყლის სათავე ნაგებობა და განხორციელდა 32 კილომეტრიანი სარწყავი არხის სრული რეაბილიტაცია შიდა ქართლში. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად USAID-ის მისიის მიერ 52 მილიონი დოლარი გაიხარჯა.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)