07:24 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-29 13:55:46, 550 ნახვა

პოლიტიკა
კახა გოგოლაშვილი მმართველი გუნდის რეიტინგის შემცირებას კოალიციის დაშლას უკავშირებს

 

„ვერ ვხედავთ ეკონომიკურ ზრდას. პირველ რიგში, ამაზე პასუხისმგებელია მმართველი ძალა და მისი რეიტინგი ეცემა საკმაოდ სწრაფად“, - ასე გამოეხმაურა ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი IRI-ის კვლევებს.

გოგოლაშვილი მმართველი გუნდის რეიტინგის შემცირებას კოალიციის დაშლას უკავშირებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები ქვეყანაში, განსაკუთრებით ეს ეხება სოციალურ და ეკონომიკურ გარემოს, ვერ ვხედავთ ეკონომიკურ ზრდას, ასევე გაუმჯობესებას და რა თქმა უნდა ეს მოქმედებს მთლიანობაში განწყობებზე, პირველ რიგში, ამაზე პასუხისმგებელია მმართველი ძალა და მისი რეიტინგი ეცემა საკმაოდ სწრაფად," - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა. 

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინტიტუტმა ბოლო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად გამოკითხულთა 70 % ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც არის 15 %-იანი გაუარესება გასულ წელთან შედარებით. ამასთან, 65% აცხადებს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მათი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა. ლარის გაუფასურება, საყოფაცხოვრებო ხარჯების ზრდა და მაღალი გადასახადები დასახელდა თითოეული ოჯახის მთავარ პრობლემად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics