17:57 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 12:27:50, 493 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკი და Express ბანკი აღდგომასთან დაკავშირებით, სერვისცენტრების მუშაობის განრიგს აქვეყნებს

საქართველოს ბანკი და  Express ბანკი, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების მუშაობის განრიგს აქვეყნებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს ბანკიდან აცნობეს, 29 აპრილი, 1 და 2 მაისი, საქართველოს ბანკის და Express ბანკის, გარკვეული სერვისცენტრებისთვის, დასვენების დღეები იქნება. შაბათს, 30 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო Express ბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე.

მომხმარებელს მოქმედი სერვისცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, შეუძლია მიმართოს, საქართველოს ბანკის და Express ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომრებზე: 2444444; 2555555. სატელეფონო მომსახურების ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში კვირაში შვიდი დღე.

3 მაისიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics