|
2016-04-27 16:55:08, 519 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრონინგენის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე გრონინგენის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის კომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) მიერ დაფუძნებული სამაგისტრო პროგრამა „ჰუმანიტარული მექანიზმი“ ევროპის 8 უმაღლეს სასწავლებელში და მათ შორის გრონინგენის უნივერსიტეტშიც ისწავლება. უწყების ინფორმაციით, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ბენეფიციარებთან შეხვედრის მიზნით, საქართველოს სტუმრობენ. წელს საქართველოში ვიზიტორთა ჯგუფი ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის 33 სტუდენტისგან შედგება. შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს სამინისტროში მიმდინარე პროექტები გააცნო. გრიგოლ გიორგაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეკომიგრანტების, მიგრანტების, ლტოლვილებისა და რეპატრიანტების საკითხები. სტუდენტები დევნილთა სამინისტროში მიმდინარე ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის საქმიანობით დაინტერესდნენ. დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა ოსკარს კასტენსმა სტუდენტებს პროექტის ძირითადი მიზანი გააცნეს. პროექტის მიზანია, მხარი დაუჭიროს სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დევნილთა სამოქმედო გეგმისა და საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის ეფექტურად განხორციელებაში. ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი ასევე ეხმარება სამინისტროს დევნილთა პროგრამა IV-თან დაკავშირებული შესაბამისობის კრიტერიუმების შესრულებაში. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მინისტრის მოადგილეს შეკითხვები დაუსვეს და საინტერესო შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადეს. გრონინგენის უნივერსიტეტის მაგისტრანტებთან შეხვედრა ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)