|
2016-04-26 17:21:41, 631 ნახვა
საზოგადოება
რეგიონებში ხორბლის ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ძველი ქართული ხორბლის ჯიშთგანახლებასა და ელიტური თესლის წარმოებას ახორციელებს. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის თანამშრომელთა მიერ, ხუთი რეგიონის (ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა, სამცხე-ჯავახეთი) 11 მუნიციპალიტეტის (ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ადიგენი, ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, მცხეთა, სამტრედია, საგარეჯო, ხაშური) საცდელი ბაზის 27 ჰა ფართობზე განთავსებულია თავთავიანი კულტურების სელექციური ცდები. რადგან, საქართველო ხასიათდება ნიადაგურ-კლიმატური პირობების მრავალფეროვნებით, თითოეული ზონისთვის უნდა შეირჩეს ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული კულტურა და ჯიში და დადგინდეს მათი აგროსამრეწველო სისტემაში მოყვანის მიზანშეწონილობა. უწყების ინფორმაციით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ელიტური სათესლე მასალის მიღების მიზნით, დათესილია საწარმოო (ვარძია, საული 9, ლომთაგორა-123, ტანია), ისტორიული ქართული (ახალციხის წითელი დოლი, თეთრი დიკა, შავფხა) და ჭვავის ჯიშების პირველადი მეთესლეობის სანერგეები. საერთაშორისო ორგანიზაციებთან (CIMMYTICARDA) თანამშრომლობით ინტროდუქცირებული და საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეული პერსპექტიული ფორმებით ხდება საწარმოო ჯიშების მაღალპროდუქტიული, დაავადებებისადმი გამძლე და გარემო სტრესების ამტანი ახალი ჯიშებით ჩანაცვლება (ჯიშთმონაცვლეობა). დღეისათვის საქართველოში დარეგისტრირებულია სანერგეებიდან გამორჩეული მაღალმოსავლიანი და ხარისხიანი რბილი ხორბლის 5 ჯიში, რომელიც გავრცელებულია საქართველოს ხორბლის მთესველ ყველა რეგიონში. აღსანიშნავია, რომ საქართველო მსოფლიოში ხორბლის წარმოშობის პირველად კერადაა აღიარებული და 27 სახეობიდან ჩვენთან აღწერილია 14, მათგან 5 ენდემურია.
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)