|
2016-04-26 13:43:10, 1137 ნახვა
რეგიონი
საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა კვლავ ყურადღების ცენტრშია
საქართველოს არამატერიალურმა კულტურულმა მემკვიდრეობამ და აჭარის ღირსშესანიშნაობებმა ასტანაში დიდი მოწონება დაიმსახურეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ყაზახეთის დედაქალაქში გამართულ აჭარის დღეზე დეპარტამენტმა პოპულარიზაცია გაუწია ქართულ ფოლკლორს, სამზარეულოს, ღვინოსა და აჭარის ტურისტულ პოტენციალს. რეგიონისადმი მიძღვნილ საღამოზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე მოესმინათ, ენახათ და დაეგემოვნებინათ ყველაფერი ის, რაც აჭარაში ჩამოსვლისას რეგიონში დახვდებათ და რაც ზოგადად იზიდავს აჭარის სტუმრებს. აჭარის დღეზე სტუმრების განსაკუთრებული მოწონება აჭარული ხაჭაპურის კულინარიულმა მასტერკლასმა და ქართულმა ფოლკლორმა დაიმსახურეს. რეგიონისადმი მიძღვნილ მიღებას ყაზახეთის დედაქალაქში წამყვანი ყაზახური მედია საშუალებების, მსხვილი ტურისტული სააგენტოების, დიპლომატიური კორპუსისა და ყაზახეთის მთავრობის 140-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. „მიმდინარე წელს აჭარის მიმართ ყაზახეთში განსაკუთრებული ინტერესია.ზაფხულში ყაზახეთიდან ბათუმის სეზონზე სამი ავიაკომპანია გეგმავს ფრენების შესრულებას, მათ შორის ავიაკომპანია Skybus ყაზახეთის რვა ქალაქიდან, SCAT და Southern sky. გაზრდილი ფრენებისა და ჩვენს მიერ ყაზახეთში ჩატარებული პიარ კამპანიების შედეგად რეგიონში ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებით ველოდებით ყაზახი ტურისტების მზარდ რაოდენობას. რაც შეეხება, რეგიონის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილ საღამოს ასტანაში კარგი გამოხმაურება მოყვა მედიაში და როცა ტურისტულ ადგილზე ამდენს წერენ და ლაპარაკობენ, ის აუცილებლად მოახდენს გავლენას ჩვენი პოტენციური ტურისტების გადაწყვეტილებაზე, რომ ზაფხულში აჭარაში დაისვენონ“, - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა. გასულ წელს, რეგიონში ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 3,5 პროცენტით იყო გაზრდილი. მიმდინარე წელს, კი დეპარტამენტი რეგიონში ყაზახი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიური პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს ეწევა, რაც როგორც გარე რეკლამას (აჭარის სარეკლამო ბილბორდები და ლაითბოქსები ყაზახეთის 7 მსხვილ ქალაქში 130-მდე ადგილზეა განთავსებული), ასევე პრეს და ინფო ტურების ორგანიზებას ითვალისწინებს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აჭარის დღეები ასტანის გარდა, მისკში, თელ-ავივსა და ვარშავაში ჩაატარა. 28-29 მაისს, კი რეგიონის პოპულარიზაცია უკვე ვილნიუსში იგეგმება.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)