|
2016-04-25 18:08:53, 3715 ნახვა
კულტურა
ხიდი ნიუ-იორკსა და თბილისს შორის - ჰოერლე-გუგენჰაიმის გალერეის ნამუშევრები თბილსშია
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ფილიპ ჰოერლე-გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების გალერეის ნამუშევრების პრეზენტაცია შედგა. მოდერნისტული არტის გალერეის კურატორი და დამფუძნებელი საქართველოში მეორედ ჩამოვიდა და ხელოვნების მოყვარულებს გამოფენა სახელწოდებით“თანამედროვე ხიდი“ თავად წარუდგინა. 2014 წელს ნიუ იორკში დაარსებული ფილიპ ჰოერლე გუგენჰაიმის მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების გალერეა წარმოაჩენს თამამ, მუშაობის პროცესზე ორიენტირებული მხატვრების ნამუშევრებს. ამბიციური და მრავალფეროვანი გამოფენები ხაზს უსვამს ესთეთიკისა და კონცეპტუალურობის მნიშვნელობას. მისი გალერეა მასპინძლობს თანამედროვე ხელოვნების ისეთ გავლენიან ფიგურებს, როგორიცაა ენდი ვორჰოლი და ჯონ ლენონი. წარმოშობით ფრანგმა ჰოერლე გუგენჰაიმმა, მოდერნისტული ხელოვნების გალერეა 2014 წელს ნიუ-იორკში დაარსა. გალერეის მიზანი — საერთაშორისო პროგრამის განვითარებაა. „ჩვენი მთავარი მისიაა აღმოვაჩინოთ დამწყები მხატვრები და მათი ნამუშევარი უკვე კარგად ცნობილი მხატვრების გვერდით გამოვფინოთ. ასეთმა განსხვავებულმა ხედვამ, ჩვენს გალერეას წარმატება მოკლე დროში მიუტანა“, - ამბობს გალერეის კურატორი. არტ-ბიზნესის პარალელურად ის, საქველმოქმედო საქმიანობითაც არის დაკავებული. (ჰუან მიგელ პალაციო. ფოტოს ავტორი - ლევან ლეკო ჭყონია) თბილისში გამართულ პრეზენტაციას ასევე დაესწრო ეპანელი ხელოვანი ჰუან მიგელ პალაციო, რომლის მუშაობის განსხვავებული ფერწერული მანერა არტ კრიტიკოსების მსჯელობის საგანია. ინდივიდუალური ტექნიკის განვითარება მან ათი წლის წინ დაიწყო. გამოფენა-გაყიდვა სასტუმრო რადისონში ორი კვირა გაგრძელდება, შემდეგ კი მისი ნახვა მსურველებს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლი-მუზეუმში შეეძლებათ. (ჰოერლე გუგენჰაიმი-გალერეის კურატორი გიორგი რამიშვილი-სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი ფოტო ლევან ლეკო ჭყონია) უახლოეს მომავალში იგეგმება ჰოერლე-გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების გალერეის გახსნა თბილისში. „ეს გამოფენა პირველ რიგში თბილისის და ნიუ-იორკის მოდერნ არტის კუთხით დაახლოების მცდელობაა. მოგეხსნებათ, რომ ჩვენი კომპანია ავითარებს ვარდების მოედანს და სწორედ ვარდების მოედანზე იგეგმება გუგენჰაიმის გალერეის გახსა. თანამშრომლობის მემორანდუმს ჩვენ ფილიპთან ერთად მოვაწერეთ ხელი“, - განაცხადა „სილქ როუდ ჯგუფის დამგუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)