04:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 11:21:07, 530 ნახვა

პოლიტიკა
„აუდიტორია 115“ სუს-ის შენობასთან აქციას გამართავს

 „აუდიტორია 115“-ის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქციის გამართვას გეგმავენ.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული პოლიციური რეჟიმი გარკვეული ფორმით კვლავაც არსებობს.

მათი თქმით, ე.წ. ოდეერეების წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტებს არაერთხელ მიაკითხეს სახლში და ოჯახის წევრების დაშინებას ცდილობენ, რამაც პერმანენტული ხასიათი მიიღო.

„ამიტომ „აუდიტრია 115“- ის წევრები და მათი მხარდამჭერები დღეს საღამოს, 18.00 საათზე თსუ-ს პირველ კორპუსთან აპირებენ შეკრებას და მსვლელობას ჩიტაძის ქუჩაზე, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მდებარეობს“, - ახაცდებენ სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეების თქმით, მსვლელობა მშვიდობიანი იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics