12:55 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 13:54:49, 562 ნახვა

საზოგადოება
ჟორდანიას ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება დაიწყო

კრწანისის გამგეობამ, ზემო ფონიჭალაში, ჟორდანიას ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ კრწანისის რაიონის გამგეობიდან აცნობეს,  ამორტიზებული წყალგაყვანილობის ქსელისა და უხარისხოდ მოწყობილი საფუძვლის გამო, აღნიშნულ გზაზე, წლების განმავლობაში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფერხდებოდა.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყო გზის ახალი საფუძველი.

ასფალტის საფარი 1900 კვ.მ-ზე დაიგება. პროექტი მაისში დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics