12:55 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 13:43:58, 544 ნახვა

საზოგადოება
ექვსი რეპატრიანტი ოჯახი სახლის მესაკუთრე გახდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გორის რაიონის სოფელ წითელუბანში რეპატრიანტ ოჯახებს ესტუმრა და საკუთრების დამადასტურებელი ხელშეკრულებები გადასცა. 

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, 2006 წელს სახელმწიფომ მუსლიმი მესხების 6 ოჯახისთვის, რომლებმაც საქართველოში დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადეს, გორის რაიონის სოფელ წითელუბანში საცხოვრებელი სახლები შეისყიდა. გარდა ამისა, თითოეულ ოჯახს ინტეგრაციის ხელშესაწყობად 3000 ლარი გადაეცა. 

უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის სოფელ საათლიდან საქართველოში დაბრუნებული ოჯახებისთვის გადაცემული საცხოვრებელი ფართები ამ დრომდე სახელმწიფოს საკუთრებაში რჩებოდა. 2016 წელს, მთავრობის განკარგულებით აღნიშნულ ოჯახებს სახლები საკუთრებაში გადაეცათ. 

დღეის მდგომარეობით, რეპატრიანტის სტატუსი მინიჭებული აქვს 1 533-ს ადამიანს, ხოლო 494-მა რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირმა საქართველოს პირობადებული მოქალაქეობა მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics