|
2015-02-20 14:24:38, 609 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: დროა, ნატო-მ უკრაინას თავისი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით მხარი დაუჭიროს
„ნამდვილად არის დრო, რომ ნატო-მ თავისი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით მხარი დაუჭიროს უკრაინას“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, სკოლა „ინტელექტში“ მოსწავლეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ბაქრაძემ ასევე, უკრაინაში პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დაგეგმილი ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინაში სახელმწიფოს მეთაურის დონეზე იქნება წარმოდგენილი, რაც მნიშვნელოვანია. „პირველ რიგში საქართველო წარმოდგენილია სახელმწიფოს მეთაურის დონეზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსი, რომლითაც ჩვენ წარვსდგებით. რაც შეეხება თავად თარიღს, ერთი წელი გავიდა, რაც უკრაინელი ხალხი თავის სისხლს ღვრის, დემოკრატიისთვის და დემოკრატიული ღირებულებებისთვის, შესაბამისად ნამდვილად არის დრო, რომ ნატო-მ თავისი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით მხარი დაუჭიროს უკრაინას. უკრაინის ბრძოლა მხოლოდ ერთი ქვეყნის ბრძოლა არ არის. ეს ბრძოლა ღირებულებების ბრძოლაა. რუსეთმა მსგავსი ქმედებები არამხოლოდ უკრაინაში, მოლდოვაშიც და საქართველოშიც გააკეთა“, - აღნიშნა ბაქრაძემ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)