18:43 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 13:04:28, 402 ნახვა

პოლიტიკა
NDI - პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 50% საშუალოდ აფასებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა უმრავლესობა საშუალოდ აფასებს.

კერძოდ, გამოკითხულთა 3%-მა პრეზიდენტის საქმიანობა ძალიან კარგად შეაფასა, 24% - კარგად, 50% - საშუალოდ, 12% - ცუდად, 1% - ძალიან ცუდად, 8% პრეზიდენტის საქმიანობის შესახებ არ იცის, 1% კი - პასუხზე უარი თქვა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics