|
2016-04-12 13:30:02, 1643 ნახვა
რეგიონი
ბათუმში აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
ბათუმში აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომაზე 6 საკითხი განიხილეს. კერძოდ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ შპს „მაჭახელა 25"-ის და შპს „საქართველო" - ს მიმართ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. ღონისძიება ითვალისწინებს ზემოთ ხსენებული კომპანიების გათავისუფლებას ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დარიცხული ჯარიმისაგან იმ პირობით, თუ შესრულებული იქნება ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ გამოიტანა საკითხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის" პროგრამა უზრუნველყოფს სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ფინანსურ მხარდაჭერას, მათი უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის. განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია თავამაიშვილმა ისაუბრა „სსიპ - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის #69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. დადგენილების პროექტით მოქმედ დებულებაში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, სსიპ - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დირექტორს, სხვა მუზეუმების მსგავსად ეყოლება ორი მოადგილე, მათ შორის ერთი - სამეურნეო დარგში. აღნიშნული შესაძლებლობას იძლევა, მუზეუმის ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით, დისკრეციის საფუძველზე მოხდეს მოადგილეებს შორის ფუნქციების განაწილება. აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტისათვის შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ განკარგულების პროექტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს ეძლევა თანხმობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „მონოლითური ბეტონის, ღორღის და სხვა სამშენებლო მასალების შეძენა" სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან.
კალაძე: „რეპორტიორები საზღვრებს გარეთ“ იმ ოლიგარქიული, არაფორმალური ძალების ინსტრუმენტია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს
ბრიუსელში, ევროკომისია წარადგენს ,2026 წლის გაფართოების პაკეტს- პაკეტი მოიცავს გაფართოების შესახებ კომუნიკაციასა და ანგარიშებს
კახა კალაძე - რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ
კალაძე: ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას მივესალმები, რადგან სიცრუე უნდა დამთავრდეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)