00:52 - 22 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-21 18:47:25, 380 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე იობი: წარმოჩინდა ხელისუფლების ურწმუნოება

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტიმა იობმა ქადაგებისას კიდევ ერთხელ ისაუბრა ხელისუფლების ურწმუნობაზე. მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი სახე წარმოაჩინა. 

"როცა ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლსიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ ასეა? მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით. მე კი არ შეურაცხყმყვეს მათ, არამედ ღმერთი, ეკლესია. აქედან წარმოჩინდა მათი ურწმუნოება.

ბევრს ჰგონია, რომ სანთელით დადგეს ტაძარში, დაანთოს სანთელი და ეგ არის მორწმუნეობა და ქრისტიანობა. ეს არის ფარისევლობა. ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ", - თქვა მეუფემ. 

მანამდე, მეუფე იობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შესაძლებლობები სრულად ამოწურა და ქვეყანაში ეროვნული ინტერესები არ იგრძნობა. მისი განცხადებების შემდეგ მეუფე იობი, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან, შეურაცხყოფისა და თავდასხმის ობიექტი გახდა.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის სიტყვიერი შეურაცხყოფის, გინების გამო სასამართლომ ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის იარაღის გადატანაში ეჭვმიტანილი გემი ფინეთის ყურეში დაწვეს
კალინინგრადის (კენიგსბერგი) ოლქზე პირველად განხორციელდა დრონების თავდასხმა- უკრაინული მედია ბალტიის ფლოტის ბაზაზე დარტყმის შესახებ იუწყება
დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა, რომ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტონ
ჭიჭინაძის სახელით საკონსტიტუციოში ვასაჩივრებთ პროცესების გადაღების შეზღუდვას – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics