|
2026-11-20 11:10:25, 1955 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - არ არის არაფერი საშიში რუსეთთან საუბარში
ივანიშვილის წარმომადგენელმა მაკა ბოჭორიშვილმა გიორგი ზურაბაშვილის და მიხაილ გალუზინის მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, საკითხებზე დიალოგის დროულად დაწყება იყო. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, შეხვედრის ადგილი უნდა იყოს მისაღები მონაწილეებისთვის. ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც ეს ყოფილიყო მინსკში. როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად ამ ფორმატის საჭიროებაზე, არის საჭიროებები, რომელიც სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარეობს და ეს საკითხები მოითხოვს პირველ რიგში დაუყოვნებლივ საუბარს, დიალოგს და სწორედ ამას ემსახურებოდა ამ შეხვედრის გამართვა. ამ შემთხვევაში, ადგილი შეიძლება ითქვას, სულაც არ არის ასეთი მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იყო თავად შეხვედრის დროულად გამართვა და დროულად დაწყება იმ საკითხებზე საუბრის, რა საკითხებიც არის ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი" - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პრობლემების მოსაგვარებლად საუბრის შიშის დაძლევა და ღია დიალოგი აუცილებელია. „ბოლო წლებში უნდათ, რომ დანერგონ შიში დიალოგის, შიში საუბრის და სრული მიუღებლობა. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს ყველაზე მეტი და ყველაზე დიდი პრობლემები და თუკი ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემის გადაჭრაზე თუ მოგვარებაზე, საუბრის და დიალოგის გარეშე, ბუნებრივია, ამის გაკეთება არის შეუძლებელი. შესაბამისად, პირველ რიგში, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი." - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დემოკრატებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი უმრავლესობა მოიპოვეს.
Politico: აშშ-ის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება ევროპაში ფრთხილ ოპტიმიზმს იწვევს
ყაველაშვილმა რეჟიმის ტყვე რეჟისორი და პროდიუსერი გიორგი ოკმელაშვილი შეიწყალა
თამთა მიქელაძე - ოცნება სუროგაციის აკრძალვით საპატრიარქოსთან კონფლიქტის შემსუბუქებას ცდილობს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



