|
2026-11-18 21:23:06, 263 ნახვა
პოლიტიკა
ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოში ისმჯელა დათანხმდებოდნენ თუ არა ევროკავშირში ან ნატოში ინტეგრაციას აფხაზეთზე უარის თქმის სანაცვლოდ
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა კონსტიტუციის 78-ე მუხლზე მსჯელობისას ოპოზიციას ჰკითხა, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, დათანხმდებოდნენ თუ არა ევროკავშირში ან ნატოში ინტეგრაციას აფხაზეთზე უარის თქმის სანაცვლოდ. კახიანმა დააზუსტა, რომ ეს „დაშვების დონეზე“ დასმული კითხვა იყო და პასუხად „კი ან არა“ ითხოვა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ შეკითხვის მოხსნა მოითხოვა. მისი თქმით, საქართველოს პარტნიორებს ქვეყნისთვის ასეთი არჩევანი არასდროს შეუთავაზებიათ და საკითხს ამ ფორმით მხოლოდ რუსეთი აყენებს. თევზაძემ იკითხა, რა კავშირი ჰქონდა ამ დაშვებას პარტიების აკრძალვის საქმესთან. "არავის, არასდროს არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ - ჩვენს პარტნიორებს მსგავსი დაშვება და არჩევანი არ დაუყენებია. ერთადერთი, ვინც მსგავსს არჩევანს აკეთებს, ეს არის რუსეთი. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ მოლაპარაკებები, სადაც ახლა მთელი მსოფლიოა ჩართული. ამ დაშვებაზე ამ დარბაზში ეს კითხვა საერთოდ რელევანტური არ არის“, - განაცხადა თენგო თევზაძემ გიორგი კახიანის პასუხად. „ასეთი რამ ბუნებაში არ არსებულა“, - თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა. მან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება გაიხსენა და თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას სირიასთან ურთიერთობაშიც იცავს. ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე მის პასუხს ალტერნატივა არ აქვს. მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ბოდიშის მოხდაზე მათი განცხადებებიც შეახსენა და შეკითხვას პროვოკაციული უწოდა. „ლელოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ თქვა, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ ასეთ შეკითხვას სასამართლოში დასვამდნენ. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მისი გუნდისთვის ამოსავალია. „სამაჩაბლოს, ანუ ცხინვალის რეგიონის, და აფხაზეთის გარეშე საქართველოს ერთიანობა არ არსებობს“, - თქვა სიორიძემ. „არა, არცერთ შემთხვევაში, არასოდეს“, - უპასუხა კახიანს პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა. მისი თქმით, საკითხს ამ ფორმით მხოლოდ რუსეთის ფედერაცია აყენებს.
აქუბარდია - გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული ნარატივის შემცველი კითხვა დასვეს
ყიფშიძის ქუჩაზე პირი მეორე პირს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ ცივი იარაღით მოკლა, ბრალდებულიც დაჭრილია
ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოში ისმჯელა დათანხმდებოდნენ თუ არა ევროკავშირში ან ნატოში ინტეგრაციას აფხაზეთზე უარის თქმის სანაცვლოდ
მოემზადე Black Friday-სთვის - აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მრავალფეროვანი შეთავაზებები
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



