14:28 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-18 13:54:49, 234 ნახვა

პოლიტიკა
სანაია - რა ჯარიმაც არ უნდა დაწერონ, რა პატიმრობაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენ ყოველთვის დავწერთ და ვილაპარაკებთ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ

ტელეკომპანია „ფორმულის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არავის ეშინია იმ მეთოდების რასაც რეჟიმი მის წინააღმდეგ იყენებს.

"დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. არაფერი იცვლება ჩვენი პატიმრობით, ის რამდენ ხნიანიც არ უნდა იყოს და რამდენჯერაც არ უნდა გამეორდეს. მე ძალიან მეუხერხულება ხოლმე, ზოგადად, ლაპარაკი იმაზე, რომ აქ ერთი თვე ვიჯექი, თუ წინა ჯერზე კიდევ ნახევარი თვე, თუ ასე შემდეგ, მესამე იყო ეს. ჩვენ ისეთი ხალხი გვიზის ციხეში, ჩვენი პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები, ჩვენ ყველანი მათზე უნდა ვზრუნავდეთ და მაქსიმუმს ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ ის ბრძოლა, რომელშიც ერთად ვართ, ისინი არიან საპყრობილეებში, ჩვენ ხანდახან საპყრობილეებში, ხანდახან გარეთ, ეს ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და აუცილებლად მივიყვანთ ამ ბრძოლას ბოლომდე.

ასე რომ, რა ჯარიმაც არ უნდა დაწერონ, რა პატიმრობაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენ ყოველთვის დავწერთ და ვილაპარაკებთ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ. ჩვენ არ დავაკორექტირებთ ჩვენს სიტყვას იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც ცალკე ლექსიკონი აქვს შედგენილი, სადაც ის სიტყვები შეაქვს, რომელიც არ უნდა, რომ გაიგონოს. ჩვენ ვილაპარაკებთ, ჩვენ დავწერთ და ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. [...]

რა საკვირველია, ჩემი ქცევა ამით არ შეიცვლება... აქ ერთი რამ არის, ეს არის გზავნილი ყველასთვის, ხომ? აი, ყველას დაგიჭერთ, ყველას ჯარიმებს დაგიწერთ და ა.შ. გქონდეთ ეგ გზავნილი. ჩვენი გზავნილია, რომ ჩვენ ამ ყველაფრის არ გვეშინია. ჩვენ არ გვეშინია არანაირი მეთოდის, რომელსაც ისინი იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ და ყველანაირი მეთოდი გამოიყენეს. ისინი ვერ იქნებიან გამარჯვებულები იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიქნებით დამარცხებულები. გამარჯვებულები ვიქნებით ჩვენ და ისინი დამარცხდებიან და მერე ისტორია გასცემს საკადრის პასუხს, ისტორიაც და კანონიც იმის გამო, რაც აქვთ ჩადენილი ამ ქვეყნის წინაშე." - განაცხადა ვახო სანაიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
18 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ალასკაში სენატის არჩევნები დემოკრატმა მოიგო
ფარულავა - პაპაშვილი, ჩვენს თანამოქალაქეებს პირდაპირ უცხადებს, რომ სამუშაო ძალას შემოიყვანენ ინდოეთიდან, შემოიყვანენ შუა აზიიდან - ანუ, ქართველებს შუა აზიელებით ჩაანაცვლებენ
გვარამია - თუ ვინმე ნაბიჯს დგამს კონსტიტუციური წყობილების დასამხობად და არის გასაუქმებელი, ეს არის ოცნება
კვლევა: თბილისში ყველაზე იაფ უბანშიც კი ბინის იპოთეკა ოჯახების 5%-ისთვის არის ხელმისაწვდომი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics