2026-11-18 12:43:18, 608 ნახვა
მსოფლიო
პუტინისა და სი ძინპინის მოლაპარაკებები ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.
ისინი ცილინ შანჟუანგის სახელმწიფო სასტუმროში, ცილინიუანის ვილაში გაიმართა. შეხვედრა მონაწილეთა სრული ჯგუფით დაახლოებით ადგილობრივი დროით შუადღისას დაიწყო. დისკუსია, რომელშიც დელეგაციებიც მონაწილეობდნენ, ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივებზე იყო ორიენტირებული.
შემდეგ საუბარი მცირე ჯგუფური სამუშაო საუზმით გაგრძელდა. რუსეთის პრეზიდენტს შეუერთდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი. რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან