21:08 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-17 18:55:10, 367 ნახვა

პოლიტიკა
IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) გმობს ჟურნალისტის, გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას, რომელიც ეხება ჟურნალისტის მიმართ 2024 წელს პოლიციელის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმას.

ინციდენტი 2024 წლის ნოემბერში, თბილისში, ანტისამთავრობო აქციების გაშუქებისას მოხდა.

აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ როგავას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, გავრცელებული ინფორმაციით, მას არ მისცეს დახურულ კარს მიღმა გამართულ სხდომებზე დასწრების უფლება. როგავას თქმით, მას არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა თავისი ვერსია მომხდარის შესახებ ან სასამართლოსთვის ეცნობებინა მიყენებული ზიანის თაობაზე.

"როგავას, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი იყო, 2024 წლის ნოემბერში, ანტისამთავრობო აქციების გაშუქებისას თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო, რის გამოც ჰოსპიტალიზაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია გახდა საჭირო.

12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ პოლიციელს, გურამ კირკიტაძეს, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და სამი წლით აუკრძალა პროფესიული საქმიანობის განხორციელება. თუმცა, კვლავ არსებობს სერიოზული კითხვები დამნაშავის იდენტიფიცირებასა და გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. როგავა ეჭვქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ სწორედ კირკიტაძემ მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება.

სავარაუდო დამნაშავე მაისში დააკავეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც თავად როგავამ და ტელეკომპანია „ფორმულას“ გუნდმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს და საჯაროდ დაასახელეს პოლიციელი, რომელიც, მათი ვარაუდით, პასუხისმგებელი იყო მომხდარზე.

ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმების დროს არსებულ ფართო დაუსჯელობის სინდრომს; პოლიციელებისა თუ სხვა პირების მიერ განხორციელებული თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება.

საქართველოში დაუსჯელობის წრის გარღვევა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ყველა დამნაშავე აგებს პასუხს. IPI კვლავაც მოითხოვს სრულ სამართლიანობასა და პასუხისმგებლობას ყველა იმ ქართველი ჟურნალისტის საქმეზე, რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო გახდნენ თავდასხმის სამიზნე", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
ილონ მასკი ტრამპთან ერთად ჩინეთში Air Force One-ით გაემგზავრება
რუტე ყირიმის ხიდზე თავდასხმაზე: უკრაინას შეუძლია დაიცვას თავი და თავს დაესხას რუსულ ლოგისტიკას
პუტინი სამიტზე ტრამპთან და სი ძინპინთან ბირთვული ბომბდამშენების თანხლებით ჩაფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics