04:00 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-11 22:33:37, 1750 ნახვა

სხვადასხვა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს

აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ. ამის შესახებ თავად UFC-ის ქართველი მებრძოლი ამბობს ვიდეოში, რომელიც ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. 

დვალიშვილის თქმით, ის ინტერვიუს აძლევდა მედიას, როცა უსმან ნურმაგომედოვი, მის მეგობრებთან ერთად უკნიდან მიეპარნენ და ცემა დაუწყეს.

"სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვაძლევდი, როცა უსმანი და მისი მეგობრები უკნიდან მომეპარნენ და მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს მუშტების ცემა დაგვიწყეს. დაცვის წევრები მაკავებდნენ... ძირს დაცემულებს ფეხებით გვცემდნენ. რანაირი მებრძოლები ხართ?! რანაირი კაცი იქცევა ასე?" - ამბობს დვალიშვილი ვიდეოში. 

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, სახის არეში დაზიანებები, რომელიც მერაბ დვალიშვილს აქვს მიყენებული. 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics