19:53 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-09 13:33:52, 508 ნახვა

პოლიტიკა
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში

ვაპირებთ, „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში, ანტიეროვნულ, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

„მიმდინარე კვირაში განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლო პროცესები „ქართული ოცნების“ იმ აბსურდულ სარჩელზე, რომლითაც ივანიშვილი ცდილობს, ამ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია საერთოდ გააქროს, გააფორმოს დიქტატურა, რომლითაც ცდილობს „ქართული ოცნების“ ანტიეროვნული, ანტიდასავლური, პრორუსული პოლიტიკა კონსტიტუციურ ვალდებულებად გვიქციოს. ​ჩვენ ვაპირებთ, ნაწილ-ნაწილ დავშალოთ და „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ ისინი კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში, ანტიეროვნულ, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში, იმ ისტორიულ დანაშაულში, რომლის განხორციელებასაც ივანიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ცდილობს“, – განაცხადა სიორიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics