08:12 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-09 13:27:27, 1431 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა – ინფლაციის დონეში ძირითადი წვლილი, სულ მცირე, 2.2% გარე ფაქტორებმა შეიტანა

ინფლაციის დონე 5.9 პროცენტია, რაშიც ძირითადი წვლილი, სულ მცირე, 2.2% გარე ფაქტორებმა შეიტანა. ეს არის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე საერთაშორისო სანავთობო ბაზრებიდან მომდინარე გაძლიერებული წნეხი. ჩვენ ბენზინისა და დიზელის იმპორტიორი ქვეყანა ვართ, ამიტომ, არ შეიძლება, ეს ამ კუთხით არ აისახოს, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

​თურნავას კითხვა დაუსვეს წლიურ ინფლაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9 პროცენტი შეადგინა.

„ამავდროულად, ჩვენ შედარებით მშვიდად ვართ, რადგან ხისტი ინფლაციის მაჩვენებლები, ე.წ. საბაზო ინფლაცია, რომელიც სხვადასხვა მერყევ კომპონენტს გამორიცხავს, ასევე მომსახურების ინფლაცია კვლავაც მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს რჩება. თუმცა ხედავთ, რომ ჩვენი მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულია. მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გავზარდეთ და ახლა ის 8.25%-ს შეადგენს. ყოველთვის ვაცხადებთ, რომ მომავალშიც მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, თუ დავინახავთ ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტებს, განვიხილოთ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება. ამავდროულად, მზად ვართ, პირიქით, შევამსუბუქოთ მონეტარული პოლიტიკა, თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დარეგულირდება და საგარეო ბაზრებზე ვოლატილობა შემცირდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics