20:09 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-06 14:54:54, 2751 ნახვა

სამართალი
რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულმა სამოქალაქო აქტივისტმა ზურაბ ჭავჭანიძემ 6 ნოემბერს საპატიმრო დატოვა. ის „ოცნების“ პროკურატურასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

ჭავჭანიძეს საქალაქო სასამართლომ 2026 წლის ივნისში ჯგუფურ ძალადობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე მიღწეული შეთანხმებით, მას 1 წელი და 1 თვე რეალური სასჯელი, ხოლო 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ამავე საქმეზე დღეს საპატიმრო დაწესებულება ასევე დატოვეს პოლიტპატიმრებმა ირაკლი ჩხვირკიამ და ნანა სანდერმა, ხოლო 4 ნოემბერს — მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics