|
2026-11-06 14:30:34, 514 ნახვა
პოლიტიკა
ენმ ითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აზარტული თამაშები აეკრძალოთ
ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აზარტული თამაშების თამაში აეკრძალოთ. ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრმა, ვასო ურუშაძემ გააკეთა. "ჩვენ უნდა გადავიდეთ მონაკოს მოდელზე, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებიისთვის როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ კაზინოებში, აზარტული თამაშებით სარგებლობა შეიზღუდოს [...] ჩვენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ვთავაზობთ, დაიწყონ საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მომზადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. კონკრეტულად წარვადგენთ 4-პუნქტიან გეგმას: საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ ქვეყანაში ფიზიკური და ონლაინ კაზინოებით სარგებლობა და დაინერგება მონაკოს მოდელი; "საერთაშორისო აზარტული ტურნირი – სამორინეს მიერ მოწყობილი აზარტული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი წინასწარ არის გარანტირებული ორგანიზატორის მიერ და რომელში მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80%-ს შეადგენენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს და საერთაშორისო აზარტული ტურნირის საპრიზო ფონდი აღემატება 3 000 000 (სამი მილიონი) ლარს, იგი არ იხდის "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონით კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, ამავდროულად ორგანიზატორს უფლება აქვს, საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარების შედეგად მიიღოს შემოსავალი. საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ." - ნათქვამია კანონპროექტში.
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
მოიგეთ 10,000 ლარი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდისას - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)