|
2026-11-05 22:49:50, 1847 ნახვა
მსოფლიო
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
მარკო რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მზადება დაიწყოს, იუწყება The Independent აშშ-ის რესპუბლიკური პარტიისა და ბრიტანეთის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, რუბიო 2028 წლის არჩევნებში რესპუბლიკელების ნომინაციის მთავარ კანდიდატად ითვლება. მის პოტენციურ კონკურენტად ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი მოიხსენიება. The Independent-ის წყაროები მიიჩნევენ, რომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ, რუბიომ შესაძლოა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დატოვოს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუბიომ ირანთან ომისგან დისტანცირება უნდა მოახდინოს და მის შედეგებზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტს გადააბაროს. ვენსმა უკვე საჯაროდ დაუკავშირა რესპუბლიკელების დამარცხება ამ ომს. თუმცა, თავად რუბიომ ადრე უარყო პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის ნებისმიერი განზრახვა და განაცხადა, რომ ის სრულად არის კონცენტრირებული ადმინისტრაციაში მუშაობაზე. მან ასევე თქვა, რომ არ იყრიდა კენჭს, თუ ვენსი კანდიდატი გახდებოდა. გამოცემის ცნობით, ბოლო თვეებში რუბიომ ირანის საკითხებში უფრო თავშეკავებული როლი ითამაშა და მისი გავლენა ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთ ძირითად სფეროში შეზღუდული იყო. თეთრი სახლი უარყოფს სახელმწიფო მდივნის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ჭორებს. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დევის ინგლმა The Independent-ის ანგარიშს „უსაფუძვლო შეთქმულების თეორიები“ უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის გუნდი ერთიანი რჩება.
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)