10:15 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-05 21:30:51, 1859 ნახვა

პოლიტიკა
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში

5 ნოემბრის პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ უპასუხა შეკითხვას, რომელიც სანქცირებული და ძებნილი ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და პუტინისტი ბიზნესმენი მამუკა ფიფიას მიერ დაფუძნებულ რუსთა და ქართველთა ერთობის ფონდს ეხებოდა.

"პირადად მე, რუსულ-ქართული ყველანაირ მეგობრულ ინიციატივას ძალიან დადებითად ვუყურებ. უმცა, ამასთანავე, მაქვს ჩემი ოფიციალური ფუნქციაც და ამ სტატუსითაც შემიძლია ვთქვა, რომ მივესალმებით ყველა სასარგებლო წამოწყებას, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას განათლების, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. ეს თანამშრომლობა კი საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კულტურული წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით ხორციელდება." – თქვა ზახაროვამ.

ზახაროვას სჯერა, რომ ფარცხალაძისა და ფიფიას ფონდი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს "რუსეთის ფედერაციის და საქართველოს ხალხების კავშირების გაფართოებაში". მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა გაეცნოს ფონდის პროექტებს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ.

"გვჯერა, რომ, რა თქმა უნდა, ახალი ფონდის საქმიანობა შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ხალხების კავშირების მომავალ გაფართოებაში. ასე რომ, მზად ვიქნებით შევისწავლოთ კონკრეტული პროექტები, რომელთა შესრულებასაც ფონდი აპირებს, აუცილებელი დახმარების საფუძველზე. და თუ ეს აუცილებელია და ახლა უკვე გასაგებია, როგორ, კეთილი, ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ ან ჩვენს... სიამოვნებით ვიტყოდი საელჩოს, მაგრამ იძულებული ვართ, ვთქვათ – ინტერესების სექციას." – თქვა რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა.

ზახაროვას ასევე მიაჩნია, რომ ფონდი "საგანმანათლებლო" და "აკადემიურ" შესაძლებლობებს განავითარებს. ის ირწმუნება, რომ საქართველოსთან "თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე" თანამშრომლობისთვის მზად არიან.

"მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივების რეალიზაცია დაეხმარება ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და აკადემიური გაცვლების განვითარებას, ტრადიციული კავშირების გაძლიერებას, რასაც ვეძახით მეგობრობის კავშირებს ჩვენი ქვეყნების ხალხთა შორის. ღია ვართ საქართველოსთან კონსტრუქციული და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე." – თქვა ზახაროვამ.

28 ოქტომბერს პრორუსმა აქტორებმა, ოთარ ფარცხალაძემ და მამუკა ფიფიამ რუსთა და ქართველთა ერთობის ფონდი დააარსეს. ფარცხალაძე ფონდის დამფუძნებელია, ფიფია კი დირექტორი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics