08:24 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-05 17:51:37, 3428 ნახვა

ეკონომიკა
"საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში" - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა

ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბის კომ­პა­ნია Europcar Georgia-მ სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო, World Luxury Travel Awards უკვე მე­ო­თხედ მო­ი­პო­ვა, ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­გა­ქი­რა­ვე­ბის კომ­პა­ნია აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში“. Europcar Georgia-სთვის ეს შე­დე­გი უფრო მე­ტია, ვიდ­რე მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბა - ის ადას­ტუ­რებს, რომ ბრენ­დი მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღალ დო­ნეს სტა­ბი­ლუ­რად ინარ­ჩუ­ნებს და მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კომ­პა­ნი­ას ყო­ველ­წლი­უ­რად სულ უფრო მე­ტად ენ­დო­ბი­ან.

ნინო პა­ტა­რა­ია, Europcar Georgia-ს სა­ო­პე­რა­ციო დი­რექ­ტო­რი: „ეს არის აღი­ა­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან, რაც ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. როცა რა­ღა­ცას ვქმნით, გვინ­და, რომ მომ­ხმა­რებ­ლის შე­ფა­სე­ბაც სა­უ­კე­თე­სო იყოს, და ეს ჯილ­დო სწო­რედ ამას ადას­ტუ­რებს. გა­მარ­ჯვე­ბას­თან ერ­თად, გა­ცი­ლე­ბით იზ­რდე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რად­გან შემ­დე­გი წელი წი­ნა­ზე უკე­თე­სი უნდა იყოს. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი ის არის, რომ შრო­მა, რო­მელ­საც Europcar Georgia-ს თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინსვლა­ში ვდებთ, ფას­დე­ბა.

მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღალ ხა­რისხს კომ­პა­ნია, პირ­ველ რიგ­ში, გუნ­დის გან­ვი­თა­რე­ბით ინარ­ჩუ­ნებს. თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ხში­რად იმარ­თე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დენ მომ­ხმა­რე­ბელ­თან გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ ეს თა­ვის­თა­ვად დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას გვძენს. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი თა­ვი­სი ცოდ­ნით მომ­ხმა­რე­ბელს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მის მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობ­დეს და ჰქონ­დეს მო­ტი­ვა­ცია, რომ ყო­ველ­დღე იმა­ზე უკე­თე­სი იყოს, ვიდ­რე გუ­შინ“.

World Luxury Travel Awards-ის ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბულს მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ასა­ხე­ლე­ბენ. შე­ფა­სე­ბი­სას ჯამ­დე­ბა მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი ჯავ­შნე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის აზრი, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კი ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ვლინ­დე­ბა. სა­უ­კე­თე­სო შე­ირ­ჩე­ვა ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით და გა­მო­კი­თხვა­ში თით­ქმის ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დი მო­ნა­წი­ლე­ობს.

„რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი კრი­ტე­რი­უ­მია: პერ­სო­ნა­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბა, ანუ სერ­ვი­სის დონე, ავ­ტო­მო­ბი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა და დრო­ის და­ზოგ­ვა ავ­ტო­მო­ბი­ლის აყ­ვა­ნი­სას და ჩა­ბა­რე­ბი­სას“, - გან­მარ­ტავს ნინო პა­ტა­რა­ია.

გა­სულ წელს Europcar Georgia-მ მომ­სა­ხუ­რე­ბის პრო­ცე­სი დახ­ვე­წა. კომ­პა­ნი­ამ და­ნერ­გა ონ­ლა­ინპ­ლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლის ონ­ლა­ინ­ჯავ­შანს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის გუნდთან აკავ­ში­რებს. შე­დე­გად, ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ცე­მა-დაბ­რუ­ნე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო დრო შემ­ცირ­და.

გა­ნახ­ლდა ავ­ტო­პარ­კიც - Europcar Georgia-ს პორ­ტფელს და­ე­მა­ტა ის მო­დე­ლე­ბი, რომ­ლებ­ზე­დაც მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მხრი­დან ყვე­ლა­ზე დიდი მო­თხოვ­ნა იყო, მათ შო­რის ჰიბ­რი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი.

გარ­და ამი­სა, მარ­თა­ლია, World Luxury Travel Awards ავ­ტო­გა­ქი­რა­ვე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას აფა­სებს, თუმ­ცა Europcar Georgia-ს საქ­მი­ა­ნო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 80–85%-ს კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­ო­პე­რა­ციო ლი­ზინ­გი/ფლიტ მე­ნე­ჯმენ­ტი შე­ად­გენს. ამ სეგ­მენ­ტში კომ­პა­ნია ელექტრო­მო­ბი­ლე­ბი­თაც არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვას ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტად მი­იჩ­ნევს.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კურსს, World Luxury Travel Awards, რო­მელ­საც „ტუ­რიზ­მის ოს­კარს“ უწო­დე­ბენ, წე­ლი­წად­ში ერთხელ იმარ­თე­ბა და ტუ­რის­ტუ­ლი ინ­დუსტრი­ის სხვა­დას­ხვა სექ­ტორს მო­ი­ცავს, მათ შო­რის, სას­ტუმ­რო­ებს, რეს­ტორ­ნებს, ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­სა და სატ­რან­სპორ­ტო სერ­ვი­სის მიმ­წო­დებ­ლებს. და­ჯილ­დო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი 100-ზე მეტ კა­ტე­გო­რი­ა­ში ვლინ­დე­ბი­ან.

Europcar ავ­ტო­გა­ქი­რა­ვე­ბის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს 160-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ოპე­რი­რებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მისი ექ­სკლუ­ზი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გია“.

ამ­ჟა­მად Europcar Georgia სა­ქარ­თვე­ლო­ში, 3 ქა­ლაქ­ში, 4 ფი­ლი­ა­ლით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი - თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში. ეს ის ქა­ლა­ქე­ბია, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბი სრულ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, ოპე­რი­რებს სომ­ხეთ­სა და უზ­ბე­კეთ­შიც. მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის მუდ­მივ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან ერ­თად, სა­მო­მავ­ლოდ კომ­პა­ნია ავ­ტო­პარ­კის, მას­შტა­ბი­სა და გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლის კი­დევ უფრო გა­ფარ­თო­ე­ბას გეგ­მავს.

Europcar Georgia „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში“ შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დის ექ­სკლუ­ზი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. კომ­პა­ნი­ის ბიზ­ნესპრო­ფი­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბა რო­გორც დღი­უ­რად, ისე სა­ო­პე­რა­ციო ლი­ზინ­გით გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის და ასე­ვე სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად Europcar თა­ვის მომ­ხმა­რე­ბელს Auto Subscription-ის სერ­ვის­საც სთა­ვა­ზობს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics