|
2026-11-05 16:26:24, 2536 ნახვა
პოლიტიკა
ანგარიში ადასტურებს, რომ ოცნების პირობებში EU-ში ვერ შევალთ - კოალიცია ცვლილებისთვის
კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებით, ევროკომისიის მიერ საქართველოზე გამოქვეყნებული ახალი ანგარიშიც ადასტურებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. "გუშინ გამოქვეყნებული ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ ადასტურებს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი. ანგარიშში მოცემული შინაარსი განგაშის სიგნალი უნდა გახდეს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, პარტიული კუთვლინების მიუხედავად, ყველასთვის, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და ევროკომისიის მიერ საქართველოს, როგორც კადიდატი ქვეყნის შეფასება მხოლოდ ფორმალურად რჩება ძალაში. ივანიშვილის რეჟიმი არ ასრულებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს, რადგან მმართველი პარტია აგრძელებს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებებისთვის ძირის გამოთხრასა და სახელმწიფოს მიტაცებას. რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადამწყვეტ ფაზაშია. ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის ამოცანაა, საბოლოოდ მოკლას ჩვენი სამშობლოს ნორმალური განვითარების პერსპექტივა, ღირსეული, უსაფრთხო და მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყანა ჩვენი დასაცავია". - წერია კოალიციის განცხადებაში. კოალიცია ცვლილებისთვის ხალხს 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს. "28 ნოემბერს ათიათასობით უნდა შევიკრიბოთ და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო ქართველი ხალხისაა. ჩვენ ვწყვეტთ, სად არის ჩვენი ქვეყნის ადგილი. საქართველო ივანიშვილის გარეშე!". - წერს კოალიცია.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)