20:20 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-04 20:57:07, 1964 ნახვა

პოლიტიკა
ელჩი ჰერჩინსკი კობახიძეს: რას ელით, რომ „დიპ სტეიტზე“ გაგვიმართავთ დებატებს?

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ კარგი იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებები ევროკავშირთან დიალოგის სურვილის შესახებ, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგს შინაარსი გამოაცალა.

4 ნოემბერს, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მან თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა:

„გუშინ „ევრონიუსის“ ეთერში ირაკლი კობახიძის მოსმენისას დადებითად მომეჩვენა ის ფაქტი, რომ იგი მუდმივად ახსენებდა: „დიალოგი, დიალოგი, დიალოგი“. ევროკავშირის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს დიალოგს.

პრობლემა ისაა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში მმართველმა პარტიამ ეს დიალოგი ყოველგვარი შინაარსისგან დააცარიელა“.

„როცა გაქვთ დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, ოპოზიციის აკრძალვის მუქარა, ყოველდღიური ცილისმწამებლური კამპანიები და ევროკავშირზე თავდასხმები – რაზე ელით, რომ ვისაუბრებთ?

მოლოდინი გაქვთ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების სერიოზული წარმომადგენლები „დიპ სტეიტის“ დეფინიციებზე იმსჯელებენ თქვენთან? ელით, რომ ჩვენ ჩავერთვებით დიალოგში „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ? ან რომ განვიხილავთ განსხვავებებს ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის?

იმისათვის, რომ დიალოგი შედგეს, ეს ცილისმწამებლური კამპანია უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ტვ პირველის შეკითხვაზე პასუხად.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics