|
2026-11-04 20:45:49, 1447 ნახვა
პოლიტიკა
საქართველომ უვიზო მიმოსვლის მხრივ გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა - - ევროკომისიის ანგარიში
ევროკომისიის განცხადებით, საქართველომ წინა ანგარიშში, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა. ანგარიშში წერია, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში, ევროკომისია რეგულარულად აფასებდა ქვეყნის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესს. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ მეშვიდე და მერვე ანგარიშებში, რომლებიც ევროკომისიამ 2024 და 2025 წლების დეკემბერში გამოაქვეყნა, კომისიამ საქართველოს მოუწოდა, გადაუდებელი ზომები მიეღო რეკომენდაციების შესასრულებლად, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. 2025 წლის ივლისში ჩატარებული ოფიციალური მოკვლევის შემდეგ ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აუცილებელი მაკორექტირებელი ზომები არ გაუტარებია და, ამის ნაცვლად, მიიღო დამატებითი შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის სფეროში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული უვიზო რეჟიმის საფუძვლად არსებული კრიტერიუმების დარღვევის გაგრძელების გათვალისწინებით, ევროკომისიამ გაააქტიურა უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი, თავდაპირველად 12 თვის ვადით, 2026 წლის 6 მარტიდან. ამ მექანიზმის აღსრულების პირველი ეტაპი დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს შეეხო. შეჩერების საფუძვლად არსებული გარემოებების გამოსწორების მიზნით, 2026 წლის ივნისში საქართველოსთან გაძლიერებული დიალოგი გაიმართა. თუმცა ამ დიალოგს არ მოჰყოლია პროგრესი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკომისიის შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს და უვიზო რეჟიმის შეჩერებას დაედო საფუძვლად, - ნათქვამია ანგარიშში.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)