20:20 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-04 18:09:39, 2195 ნახვა

პოლიტიკა
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში

ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები, მათ შორის, პროსამთავრობო მედია საშუალებების მიერ გაძლიერებული ონლაინ თავდასხმები. -   - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის გაფართოების პაკეტშია ნათქვამი.

გაფართოვების პაკეტში წერია, რომ კომუნიკაციების კომისიის (ComCom) დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული სერიოზული შეშფოთება, მისი მანდატის კონტენტის რეგულირების გაფართოებასთან ერთად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მედიის რედაქციულ თავისუფლებას.

საქართველო გამოხატვის თავისუფლების სფეროში მომზადების ადრეულ ეტაპზეა, რომელიც
ზედიზედ მესამე წელია უკუსვლას განიცდის. ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები, მათ შორის, პროსამთავრობო მედია საშუალებების მიერ გაძლიერებული ონლაინ თავდასხმები. მედიის პლურალიზმზე მოქმედი უცხოური დაფინანსების ფართომასშტაბიანი შეზღუდვები საფრთხეს უქმნის მედია პლურალიზმს.
კომუნიკაციების კომისიის (ComCom) დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული სერიოზული შეშფოთება, მისი მანდატის კონტენტის რეგულირების გაფართოებასთან ერთად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მედიის რედაქციულ თავისუფლებას. სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი ცვლილებები, პოლიტიკური საქმიანობის გაფართოებულ სამართლებრივ განმარტებასთან ერთად, კიდევ უფრო ზღუდავს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების გამოხატვის თავისუფლებას. შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლად შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს.
კომისიის გასული წლის რეკომენდაციები არ შესრულებულა და ძალაში რჩება. საქართველომ სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს შემდეგი მიმართულებით:
→ უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყოს სწრაფი, მიუკერძოებელი და სათანადო სამართლებრივი რეაგირება ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმებისა და დაშინების ყველა შემთხვევაზე;
→ გააუქმოს პრესისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონმდებლობა, მათ შორის მაუწყებლობის შესახებ კანონში 2025 წლის ცვლილებები და „უცხოური გავლენის“ შესახებ სხვა ბოლოდროინდელი კანონმდებლობა; → უზრუნველყოს ღია, უსაფრთხო და პლურალისტური გარემო მედია მუშაკებისა და მედია ორგანიზაციებისთვის, რომელიც თავისუფალი იქნება მთავრობის ცენზურისგან, შურისძიებისგან, სამსახურიდან გათავისუფლებისგან ან სამართლებრივი დასჯისგან გამოხატვის ყველა ფორმით, მათ შორის, ონლაინ რეჟიმში. - წერია ანგარისში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics