|
2026-11-04 15:28:48, 3246 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს ინიციატივით, ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალი პროექტი „ფინანსური განათლების ავტობუსი“ იღებს სათავეს. „ფინანსური განათლების ავტობუსი“ საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ახალი პროექტია, რომელიც რეგიონების სკოლებში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. სპეციალურად აღჭურვილი და ბრენდირებული ავტობუსი საქართველოს სხვადასხვა ცენტრებსა თუ სოფლებში მოსახლეობას საგანმანათლებლო რესურსებითა და ტრენინგებით უზრულველყოფს. პროექტში 130 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები იქნებიან ჩართულნი. წლის განმავლობაში კი 180-ზე მეტი სასწავლო შეხვედრა გაიმართება. ახალი ინიციატივის წარდგენა ეროვნულმა ბანკმა 30 ოქტომბერს, დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამართა. პრეზენტაციის შემდგომ პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“, ბაზისბანკსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. “საქართველოს რეგიონებში ფინანსური განათლების გასავრცელებლად საგანმანათლებლო პროექტი „ფინანსური განათლების ავტობუსი“ იწყება. ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ბრენდირებული ავტობუსი რეგიონებისა და სოფლების მოსწავლეებს მოემსახურება. პროექტის მიზანია ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მსგავსი შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ. „ფინანსური განათლების ხელშეწყობა ბაზისბანკისთვის გრძელვადიანი პრიორიტეტია“, — განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა. ღონისძიებაზე შეჯამდა ეროვნული ბანკის მიერ წლის განმავლობაში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივები. მათ შორის ყურადღება გამახვილდა „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს“ პროექტზე, რომელიც წელს ბაზისბანკის მთავარი მხარდაჭერით განხორციელდა. ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა. ბაზისბანკი, მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს საინტერესო ინიციატივებს, რომლებიც ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)