13:52 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-04 09:12:01, 1011 ნახვა

მსოფლიო
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ

შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის. სპიკერმა მაიკ ჯონსმა განაცხადა რომ შუალედური არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა. 

ამ ეტაპზე დათვლილი ხმების მიხედვით "დემოკრატები" 255 მანდატს მიიღებს, ხოლო "რესპუბლიკელები" 180. ციფრი შესაძლოა შეიცვალოს.

ამერიკული მედიასაშუალებების, მათ შორის NBC News-ისა და CBS News-ის პროგნოზებით, დემოკრატებმა წარმატებით დაძლიეს უმრავლესობისთვის საჭირო 218 მანდატიანი ბარიერი და ჩამოართვეს კონტროლი რესპუბლიკელებს, რომლებიც მანამდე მცირე უმრავლესობას ფლობდნენ. 

 დემოკრატებმა დაამარცხეს რესპუბლიკელი მოქმედი კონგრესმენები ისეთ საკვანძო შტატებში, როგორიცაა პენსილვანია, ჩრდილოეთ კაროლინა, კენტუკი და კოლორადო.

პენსილვანიის მე-10 საარჩევნო ოლქში დემოკრატმა ჯანელ სტელსონმა (Janelle Stelson) დაამარცხა რესპუბლიკელთა ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა სკოტ პერი. ასევე, ჩრდილოეთ კაროლინის მე-11 ოლქში გაიმარჯვა ჯეიმი აგერმა (Jamie Ager)

ამ გამარჯვების შედეგად, დემოკრატები იბრუნებენ კონტროლს წარმომადგენელთა პალატის ყველა კომიტეტზე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, დაბლოკონ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საკანონმდებლო ინიციატივები და აწარმოონ საპარლამენტო გამოძიებები აღმასრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ.

რესპუბლიკელ ჯონსონს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე დემოკრაგი ჰაქიმ ჯეფრისი ჩაანაცვლებს და პირველი ფერადკანიანი სპიკერი იქნება აშშ-ისტორიაში. მან გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "ამერიკა დაბრუნდა"





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სანჩესი- ამერიკულმა საზოგადოებამ ხმა მისცა იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ გაღარიბებას იწვევს, სიძულვილის წინააღმდეგ, სექსიზმის წინააღმდეგ
სააკაშვილი - ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
აშშ-ს შესაძლოა წარმომადგენელთა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი ჰყავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics