|
2026-11-02 16:12:18, 687 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას
ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ ადამიანები მოინანიებენ, აღარებენ, ამ შემთხვევაში დაცული იქნება სამართლის უზენაესობის პრინციპიც და მეორე მხრივ, ადამიანები დატოვებენ დაწესებულებებს. „მივესალმები მონანიებას, აღიარებას. ამ შემთხვევაში ჩვენი დაპირება არის, ბუნებრივია, ძალაში. ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ჩემთვის ეს მხოლოდ მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჩვენი მიზანი და თვითმიზანი არის სამართლის უზენაესობის აღსრულება. შესაბამისად, თუ ადამიანები მოინანიებენ, აღარებენ, ამ შემთხვევაში დაცული იქნება სამართლის უზენაესობის პრინციპიც და მეორე მხრივ, ადამიანები დატოვებენ დაწესებულებებს. ეს არის ჩვენი მოწოდება.", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)