|
2026-10-29 17:50:53, 5652 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
თიბისიში Co-Create Innovation-ის სერიის მორიგი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი პრაქტიკული ცოდნის დაახლოებას და გაზიარებას ემსახურება. ღონისძიების მთავარი პარტნიორია GitHub, პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს წამყვან დეველოპერებსა და ორგანიზაციებს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, თანამშრომლობისა და ინოვაციების განვითარების შესაძლებლობას აძლევს. შეხვედრაზე თიბისის, GitHub-ისა და Microsoft-ის წარმომადგენლებმა განიხილეს, როგორ ცვლის AI ციფრული პროდუქტების შექმნასა და ორგანიზაციების მუშაობას. პროგრამა მოიცავდა თემატურ სესიებს, პრაქტიკულ დემოებსა და პანელურ დისკუსიას. შემდ GitHub-თან პარტნიორობა გამოცდილების გაზიარებიდან პრაქტიკულ მუშაობაში გადაიზარდა: CO-CREATE INNOVATION-ის დასრულების შემდეგ, AI Literacy-სა და თიბისი ტექის ორგანიზებით, შიდა ჰაკათონი ჩატარდა, სადაც თიბისის გუნდებმა AI-ის შესაძლებლობები კონკრეტულ გადაწყვეტებზე მუშაობისას გამოსცადეს. როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, თიბისი ინოვაციების განვითარებასთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობასა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის გაზიარებას. ამ მიზნით, კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც საკუთარი გუნდების კომპეტენციების განვითარებაზე, ისე ფართო საზოგადოებისა და საგანმანათლებლო სივრცეების ცნობიერების ამაღლებაზე. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკული ინიციატივები თიბისის შესაძლებლობას აძლევს, ხელი შეუწყოს AI-ის პასუხისმგებლიან და ეფექტიან გამოყენებას, ახალი ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას და ისეთი ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას, რომელიც ადამიანებსა და ორგანიზაციებს მომავლის შესაძლებლობების ათვისებაში დაეხმარება.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)