|
2026-10-29 17:38:12, 2051 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძესა და გორდულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვით „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური გადატრიალებისთვის ნიადაგს ამზადებს. ამის შესახებ მან 29 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. გამოსვლისას ჯაფარიძეს სიტყვა შეაწყვეტინა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ, რომელმაც სასამართლოს მოუწოდა, არ დაეშვა ტრიბუნის პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოყენება. „არ ვიცი რა, სტრატეგია აქვთ, ბატონო მოსამართლე, დღეს განსხვავებულად წარიმართება ჩვენი პროცესი, განსხვავებით გუშინდელი და გუშინწინდელი დღისგან. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ხმა არ ამოგვიღია გუშინ და გუშინ წინ, მიუხედავად არაერთი ტყუილისა და ფაქტებით მანიპულაციისა, მაგრამ ახლა მოპასუხე იწყებს პოლიტიკური განცხადებით თავისი პოზიციის წარმოდგენას, ამიტომ, გთხოვთ, რომ უზრუნველყოთ, რომ მხარემ მხოლოდ და მხოლოდ ისაუბროს სარჩელის გარშემო და პოლიტიკური განცხადებისთვის არ გამოიყენოს საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალი ტრიბუნა“, - განაცხადა გორდულაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ განმარტა, რომ პოლიტიკურ პროცესებზე საუბარი საქმის განხილვისას გარდაუვალია, თუმცა მხარეები ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს უნდა მოერიდონ. კამათში ჩაერთო „ლელოს“ წარმომადგენელი ლევან სამუშიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ჯაფარიძე სარჩელის პოლიტიკურ მიზნებზე საუბრობდა და ამის შეფასების შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)