20:38 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-29 17:35:32, 1898 ნახვა

პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - პარტიების აკრძალვით „ოცნება“ ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვით „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური გადატრიალებისთვის ნიადაგს ამზადებს. ამის შესახებ მან 29 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

„დღეს „ქართული ოცნება“ თავისი სარჩელით ცდილობს, აკრძალოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა და არა რამდენიმე პოლიტიკური პარტია. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ პარტიების აკრძალვით „ქართული ოცნება“ ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი შეფასებით, მმართველი პარტიის მიზანია, არჩევნებს ჩამოაშოროს მილიონზე მეტი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და კონსტიტუციის დონეზე განიმტკიცოს ხელისუფლება.

ჯაფარიძემ უარყო „ქართული ოცნების“ ბრალდებები მისი პარტიის არაკონსტიტუციური საქმიანობის შესახებ.

„სინამდვილე კი სრულიად საპირისპიროა! ჩვენი პარტიის მთელი ძალისხმევა სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ აღგვეკვეთა „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს კონსტიტუციის გამუდმებული შეურაცხყოფა და ფეხქვეშ გათელვა“, - განაცხადა მან.

ჯაფარიძემ სარჩელთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საფრთხედ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე შესაძლო გავლენა დაასახელა. მისი თქმით, სარჩელში განვითარებული მსჯელობა 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობის რუსეთიდან საქართველოზე გადატანის მცდელობაა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics