|
2026-10-29 17:29:27, 1996 ნახვა
პოლიტიკა
ნადარაია კოპალეიშვილს: ცდილობთ სასამართლოს წარმოჩენას ისე, თითქოს რაღაცაში გზღუდავთ
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხს განიხილავენ, სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ ყოფილ მოსამართლე მაია კოპალეიშვილს შენიშვნა მისცა მას შემდეგ, რაც მან სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა. მის გამოსვლას „ქართული ოცნების“ დეპუტატი არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა და სასამართლოს მიმართა: „კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი სასამართლოს და ამ საზოგადოების წინაშე. რამდენ ხანს უნდა ვისმინოთ, ბატონო მოსამართლეებო, ნიკა გვარამია რით ამაყობს? [...] სასამართლოს სხდომა ვერ გამოდგება თავისი პიროვნული შეხედულებებისა და გრძნობების ბენეფისად“. ამის შემდეგ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ, მისი დაკვირვებით, გორდულაძე სასამართლოს საქმიანობის ჩარჩოებს უსაზღვრავს. „გორდულაძე თითქოს რაღაც ჩარჩოებს უსაზღვრავს სასამართლოს საქმიანობას [...] შემდეგ უკვე რა რეპლიკა თქვენგან მოდის, როგორც სასამართლოსგან, ზუსტად ერთი ერთში ის არის, რასაც გორდულაძე ითხოვს“, – თქვა კოპალეიშვილმა. კოპალეიშვილმა დაამატა, რომ გორდულაძეს „საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალ მოსამართლედ“ ხედავს. მას რევაზ ნადარაიამ უპასუხა და ასეთი შეფასება სასამართლოს შეურაცხყოფად მიიჩნია. „ბატონმა გორდულაძემ ამ ახსნა-განმარტებების დროს დღეს დააფიქსირა მხოლოდ და მხოლოდ ორი პროტესტი. მითითება იმის თაობაზე, რომ ბატონი არჩილ გორდულაძე განუსაზღვრავს სასამართლოს რაიმე სამოქმედოს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს და ვის რა სიტყვა უნდა მისცეს, ეს არის, პირველ რიგში, სასამართლოს შეურაცხყოფა“, – განაცხადა ნადარაიამ. მისი თქმით, მხარეს პროტესტის გამოთქმის უფლება აქვს, სასამართლოს კი სხდომაზე წესრიგის დაცვა ევალება. „როგორ შეიძლება თქვენ, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, რომელიც 10 წელი მოსამართლე იყავით, [...] სასამართლოს წაუყენოთ პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმეში გზღუდავთ სასამართლო? ეს არის წარმოუდგენელი შეფასება თქვენი მხრიდან“, – მიმართა ნადარაიამ კოპალეიშვილს. სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ კოპალეიშვილი ცდილობდა სასამართლოს ისე წარმოჩენას, თითქოს ის მხარეს ზღუდავდა და მოსარჩელის პოზიციაზე რეაგირებდა.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)