|
2026-10-29 11:38:45, 4749 ნახვა
ეკონომიკა
Benefits საბანკო პარტნიორობებს აფართოებს და ბაზისბანკთან თანამშრომლობას იწყებს
სადაზღვევო კომპანია Benefits ფინანსურ სექტორთან თანამშრომლობას აფართოებს და ბაზისბანკთან ახალ პარტნიორობას იწყებს. კომპანიებს შორის გაფორმებული შეთანხმება სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. Benefits-ისთვის ეს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია - ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად განავითაროს სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც მათ მომსახურებებსა და მომხმარებლების საჭიროებებს მოერგება. “2026 წლიდან აქტიურად ვავითარებთ სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებას და ვაფართოებთ თანამშრომლობას საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორთან. ამ მიმართულებით, 15 ოქტომბრიდან უკვე ბაზისბანკთანაც დავიწყეთ თანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობა უკვე მეორე წელია გრძელდება კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით და ახლა სიცოცხლის დაზღვევასაც მოიცავს. ჩვენთვის პრიორიტეტულია ფინანსურ სექტორთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება და სადაზღვევო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა“, — აღნიშნავს ანა შავგულიძე, Benefits-ის კომერციული და ბიზნესის განვითარების დირექტორი. „სადაზღვევო კომპანია Benefits-თან ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა ახალ, სტრატეგიულ ეტაპზე გადადის. კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ეფექტური პარტნიორობის შემდეგ, სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტების ინტეგრირება კიდევ უფრო გააფართოებს ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური და სადაზღვევო სერვისების სპექტრს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის, საიმედო და მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო და სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება. ძლიერ და გამოცდილ პარტნიორთან ერთად, დარწმუნებულები ვართ, ეს პროექტი კიდევ უფრო მეტ ღირებულებას შექმნის როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის, ისე გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარებისთვის.“ - მარეხ საჯაია, ბაზისბანკის საცალო საკრედიტო პროდუქტების მფლობელი. საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევიდან ახალ პროდუქტებამდე Benefits-ის გეგმები მხოლოდ საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევით - Credit Life-ით არ შემოიფარგლება. კომპანია სხვადასხვა ტიპის დაფინანსებასთან დაკავშირებული სადაზღვევო გადაწყვეტილებების განვითარებას გეგმავს: სამომხმარებლო, ავტო და იპოთეკური სესხების გარდა, იგეგმება მიკროსესხებისა და სალომბარდე სესხების დაზღვევაც. თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები ქონებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებითაც განიხილება. მიზანია, პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებს საკუთარი მომსახურებების შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება შეეძლოთ. მზარდი ბაზარი და თანამშრომლობის შესაძლებლობები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, სიცოცხლის დაზღვევაში მოზიდული პრემია 2024 წლის 109.1 მლნ ლარიდან 2025 წელს 129 მლნ ლარამდე გაიზარდა. Benefits მზარდ ბაზარზე განვითარებას პარტნიორული ქსელის გაფართოებითა და ახალი პროდუქტების შექმნით გეგმავს. ბაზისბანკთან თანამშრომლობა კი ამ მიმართულებით კომპანიის მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯია.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)