|
2026-10-28 19:05:20, 314 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა დღეს, 28 ოქტომბერს, მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა ნანა ყეინიშვილის გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების შესახებ და თქვა: "ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას, ასევე ისიც მისასალმებელია, რომ ნანა ყეინიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და განცხადებით მიმართა პარლამენტს". ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი, ნათია თურნავამ უპასუხა: "ძალიან სამწუხარო ფაქტი არის, რომ გაჩნდა ეს კითხვები და ეჭვები. ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რაც შესაძლებელი იყო, შიდა მოკვლევა, დოკუმენტალური მოკვლევა ჩავატარეთ. მაგრამ ნამდვილად ასე არის ჩვენი კანონმდებლობა აწყობილი, რომ ბორდის წევრთან მიმართებით თანამშრომლებს არ შეუძლიათ ამ მოკვლევის გაკეთება. თუმცა ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას, პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს გამოძიებას და გაეცემა ყველა კითხვას პასუხი. ასევე ისიც მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება, განცხადებით მიმართა პარლამენტს და ჩვენ მანამდე, ასე ვთქვათ, აცილება მივეცით ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებიდან, რომ ამ კუთხით არ ყოფილიყო დამატებითი კითხვები, სანამ ყველაფერი გაირკვევა და, როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს ასევე მის განცხადებას გადადგომის შესახებ", - თქვა ნათია თურნავამ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)