02:26 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-28 19:02:25, 320 ნახვა

პოლიტიკა
ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს

პუტინისტმა ბიზნესმენმა და ღიად პრორუსული პარტიის, "სოლიდარობა მშვიდობისთვის, ლიდერმა მამუკა ფიფიამ და სანქცირებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ მოსკოვში დააფუძნეს ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი. ფიფია ფონდის ხელმძღვანელია.

დაფუძნების ღონისძიებაზე ფიფიამ ერთ-ერთ მიზნად რუსეთში მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების საზოგადოებაში "ინტეგრაცია" დაასახელა. მისი მტკიცებით, მათ "ქართული ლიბერალური მედია წამლავს". "არის ლოიალურობის პრობლემა რუსეთის ხელისუფლების მიმართ," - თქვა ფიფიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ფონდის მიზანი იქნება "არასწორ გზაზე მყოფი ხალხის" რუსეთისკენ "შემობრუნება".

დაფუძნებული ფონდი საკუთარ მიზნად რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას ისახავს. ამასთან დაკავშირებით მათ მიმართეს ვლადიმირ პუტინსა და ქართულ ოცნებას. სხვა შეთავაზებულ წინადადებებს შორისაა საქართველოში რუსული ენის შესწავლის ხელშეწყობა, რუსეთ-საქართველოს უნივერსიტეტის შექმნა და ლომისის ეკლესიაში ღვთისმსახურების აღდგენა.

ღონისძიებას ესწრებოდა რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის, ანუ ქართული დიასპორის პრეზიდენტი, ბიზნესმენი დავით ცეცხლაძე, ასევე ჯორჯიან ეარვეისის ყოფილი დირექტორი რომან ბოკერია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics