|
2015-02-19 17:11:11, 501 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი თემები, რეგიონული პროექტები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა ყურადღება დაუთმეს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, კულტურის და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობის საკითხებს. ხაზი გაესვა საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს. აღინიშნა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის დიდი პოტენციალი არსებობს. ამასთან, გამოითქვა კმაყოფილება ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკასთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალურ თემებს. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ შარაშენიძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)