20:20 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-27 20:29:20, 5005 ნახვა

სამართალი
თორნიკე რაზმაძე - 3 000 ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო

აქტივისტი თორნიკე რაზმაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფისთვის 3 000 ლარით დააჯარიმა. 

"3 000 ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო. მაგრამ, სამაგიეროდ, ამის შემდეგ ხსნილია: ოკუპანტების დედაც "ნა კალენიახ" და კიდევ იმათი, ვინც ჩვენს ისტორიას და კულტურას შეურაცხყოფს!" - წერს თორნიკე რაზმაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქმე ეხება 18 აგვისტოს თორნიკე რაზმაძის მიერ საკუთარ FB-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც მას მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის ვიდეოები აქვს გამოყენებული. ვიდეოში თორნიკე რაზმაძე ამბობს, რომ გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით, კობახიძის მესიჯები სიმონიანის ნათქვამს ემთხვევა. ვიდეოში ერთ-ერთი გადაცემიდან ამოჭრილ მონაკვეთში სიმონიანი ამბობს ფრაზას „на коленях“ - პოსტის კომენტარებში კი თორნიკე რაზმაძე იყენებს სწორედ სიმონიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და წერს შემდეგ ფრაზას: "ამათი დედას შევე*ი "ნა კალენიახ". საქმის ოქმის მიხედვით, სწორედ ამ კომენტარის გამო ედავებოდა შსს აქტივისტს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics