12:26 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-27 17:24:05, 1353 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში

ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატის არჩილ გორდულაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სასამართლო განხილვისას, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას ალეკო ელისაშვილი ტერორისტად მოიხსენია და "ლელო-ძლიერ საქართველოს" უთხრა, რომ პარტია ელისაშვილის ქმედებას არ გამიჯვნია.

ელისაშვილის თქმით გორდულაძე ტყუილს იძახის, როდესაც მას "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრად მოიხსენიებს.

"გორდულაძე რომ არის, ახალი უცნაური პერსონაჟი, გამოვიდა "ლელოს" წევრი ელისაშვილი, ცეცხლს უკიდებდა სასამართლოს და ტერორისტული აქტი ჩაიდინაო. არასოდეს არ ვყოფილვარ "ლელოს" ... საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე გამოდის და ასეთ ტყუილს იძახის.

მხოლოდ ერთადერთი პარტიის წევრი ვარ - "მოქალაქეების".

ჩემზე ლაპარაკს და ტყუილების თქმას მორჩი, თორემ "ამოვგლიჯავ ენას" ხომ არ გონია, 13 წელი ვიქნები [ციხეში]. ჩემი სახელი და გვარი არ ახსენო არასოდეს", - თქვა ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე, განცხადების გაკეთების დროს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინაში Starlink-ის პრობლემების შემდეგ თავდაცვის გაძლიერებას განიხილავს:
კალაძე - რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ეს იყო ერთი ძალა
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics